Accessibility links

logo-print

ტორბიორნ იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანია


ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტორბიორნ იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად აირჩიეს. კენჭისყრა დღეს სტრასბურგში გაიმართა, სადაც საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. იაგლანდი გენერალური მდივნის პოსტზე ბრიტანელ ტერი დევისს შეცვლის. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე განიხილავს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით “რუსეთს საქართველოს შორის ომი ერთი წლის შემდეგ.” როგორც რადიო ტავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება სტრასბურგიდან მოხსენება შეიცავს კრიტიკას რუსეთის ქმედებების მიმართ და აღნიშანვს, რომ რუსეთი არ ასრულებს საპარლამენტო ასამბლეის წინა მოთხოვნებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაში მყოფმა დეპუტატების ჯგუფმა შეიტანა წინადადება, რათა ამის გამო რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება ჩამოერთვას.
XS
SM
MD
LG