Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცუნამის წყნარი ოკეანის კუნძულებზე მსხვერპლი მოჰყვა


წყნარი ოკეანის სამოას კუნძულებს ცუნამის ტალღები დაეჯახა. ტალღების ზომა ზოგ ადგილებში 4.5 მეტრს აღწევდა. სხვადასხვა ინფორმაციით, დაიღუპა 70-დან ასამდე ადამიანი. სტიქიამ სოფლები მთლიანად გაანადგურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 250 ათასიანი მოსახლეობის სამოას კუნძულები შედგება თავად სამოასგან და ამერიკული სამოასგან, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკული სამოა ბუნებრივი კატარსტროფის ადგილად გამოაცხადა და ფედერალური დახმარების გაცემა ბრძანა.

XS
SM
MD
LG