Accessibility links

logo-print

ობამა მაღალი რანგის მრჩევლებთან მოლაპარაკებას აპირებს ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის თაობაზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თავის მაღალი რანგის მრჩევლებთან მოლაპარაკებას აპირებს ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის თაობაზე. იმსჯელებენ, გაიგზავნოს თუ არა ამერიკის ათასობით ჯარისკაცი თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. შეხვედრას, რომელიც თეთრ სახლში უნდა გაიმართოს, დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი და შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს ხელმძღვანელი ადმირალი მაიკ მალენი. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების უმაღლესი სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი, რომელმაც, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, თავის ანგარიშში ამერიკის ხელისფლება გააფრთხილა, რომ ავღანეთში ომი ერთი წლის განმავლობაში შეიძლება იქნეს წაგებული, თუკი დამატებით ათობით ათასი ჯარისკაცი არ გაიგზავნება საბრძოლო მოქმედებებში. იანვარში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ობამამ თითქმის გააორმაგა ავღანეთში ამერიკის სამხედროთა რაოდენობა, რომელიც ამჟამად 62 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG