Accessibility links

logo-print

დღეს „ტალიავინის კომისიის“ დასკვნა ქვეყნდება


ევროკავშირი დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნას გამოაქვეყნებს. ქართული მხარის ინფორმაციით, დასკვნა ადგილზე გადაეცემა საქართველოსა და რუსეთის ელჩებს, ასევე გამოქვეყნდება მისიის ვებგვერდზე და ფართო საზოაგოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. უცხოური მედია და ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ რა შეიძლება ეწეროს დასკვნაში. რადიო თავისუფლების წყაროები, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც იცნობენ დოკუმენტს, ამბობენ, რომ მასში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისთვის პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.BBC-ს ცნობით, დასკვნაში სავარაუდოდ ნათქვამი იქნება, რომ ქართველებმა პირველებმა გაისროლეს, რუსეთმა კი შექმნა და გაამწვავა ვითარება, რომელმაც ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა.

XS
SM
MD
LG