Accessibility links

logo-print

კუდ-მა მებაჟე და ორი მეწარმე დააკავა


შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) თანამშრომლებმა, წითელ ხიდზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამი პირი დააკავეს. დაკავებულია მებაჟე და ორი მეწარმე. მებაჟე ეჭვმიტანილია საბაჟო გადასახადების დამალვასა და ბიუჯეტისთვის რამდენიმე ათასი ლარის ზიანის მიყენებაში. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე 30 სექტემბერს გაავრცელა კუდ-ის დირექტორის მოადგილემ სოსო თოფურიძემ.
XS
SM
MD
LG