Accessibility links

logo-print

ტალიავინის კომისიის დასკვნა უკვე წარდგენილია


ჰაიდი ტალიავინი

ჰაიდი ტალიავინი

საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების მოლოდინშია. ევროკავშირის ეგიდით მოქმედმა კომისიამ, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, დასკვნა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოსა და ელჩებს 30 სექტემბერს გადასცა. დასკვნა უკვე გადაეგზავნათ რუსეთისა და საქართველოს მხარეებს, ეუთოსა და გაეროს. წინასწარი ინფორმაციით, ტალიავინის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 1 ოქტომბერს დილით გახდება საჯარო. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დასკვნა ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება. ტალიავინის კომისიის დასკვნა ივლისის ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენის მიზეზით, კომისიამ ვადის კიდევ 2 თვით გახანგრძლივება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG