Accessibility links

logo-print

რუსეთი ევროსაბჭოს მითითებების შესრულებას არ აპირებს


რუსეთი არ აპირებს, შეასრულოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნები, - ამ შინაარსის კომენტარები გააკეთეს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული მესამე რეზოლუცია. წინა ორი რეზოლუციისგან განსხვავებით, რომელშიც იკვეთებოდა მოთხოვნები საქართველოს მიმართაც, ბოლო რეზოლუციაში ყურადღება ძირითადად რუსეთზე მახვილდება. კერძოდ, რუსეთს მოეთხოვება, "დაუბრკოლებლად" შეუშვას ევროკავშირის მეთვალყურეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში; უზრუნველყოს ეთნიკური ქართველებისთვის თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ საზღვრებზე; "ოფიციალურად და ეფექტურად" აღიაროს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ყველა დევნილის დაბრუნების უფლება და დაიწყოს ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიება. ამასთან, რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომლებიც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა ორი რეზოლუციით დაეკისრა. საუბარია საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანასა და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებაზე. რუსეთს მოთხოვნების შესასრულებლად პირველად დაუწესდა ვადა - 2010 წლის 1 იანვრამდე
XS
SM
MD
LG