Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ქალიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა


ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა საკუთარი ქალიშვილი დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ოზოდა რახმონოვა დააწინაურეს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებიდან, სადაც ის ბოლო ორი წელი მუშაობდა. მეზობელ უზბეკეთშიც პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, ხოლო ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი პარლამენტში მოღვაწეობს და სათავეში უდგას პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მამის, პრეზიდენტ ნაზარბაევის პარტიას შეუერთდა.
XS
SM
MD
LG