Accessibility links

logo-print

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ფაქტი და განაცხადა, რომ აფეთქება აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში მოეწყო. პროვინციის გუბერნატორის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე მანქანით დაეჯახა ამერიკელების სამხედრო ბადრაგს პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარე რეგიონში. ასევე ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, 22 თალიბი დახოცეს წუხელ ფარაჰის პროვინციაში 4-საათიანი ბრძოლის დროს. ფარაჰი ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG