Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თავს "რეაბილიტირებულად" მიიჩნევს "ტალიავინის კომისიის" დასკვნით


ოთხშაბათს კრემლმა გამოაცხადა, რომ რეაბილიტირებულად გრძნობს თავს დამოუკიდებელი ანგარიშის მიერ, რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთისა და საქართველოს ჯარებს შორის კონფლიქტი - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი. "თუკი კომისია ასკვნის, რომ ომი საქართველომ დაიწყო - როგორც ეს მრავალჯერ მკაფიოდ განაცხადა რუსეთმა - მაშინ შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ ამ შედეგს", განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის პრესმდივანმა ნათალია ტიმაკოვამ. ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ჩიჟოვმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: "იმედი მაქვს, ის ქვეყნები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ საკითხში ორჭოფობდნენ, ახლა მკაფიო პოზიციას დაიკავებენ. მეორე მხრივ, ის ქვეყნები და ლიდერები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბატონ სააკაშვილს, ახლაუფრო ფრთხილად იქნებიან." რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა ანგარიშით კმაყოფილება, თუმცა კრიტიკა გამოთქვა "ზოგიერთი ფორმულირების ორაზროვნების გამო."
XS
SM
MD
LG