Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეითსი კვლავ უმდიდრეს ამერიკელად რჩება


ჟურნალ ”ფორბსის” ინფორმაციით, უმდიდრესი ამერიკელების ქონება, ერთად აღებული გასული წლის მანძილზე 300 მილიარდი დოლარით შემცირდა. ”მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეითსი კვლავ უმდიდრეს ამერიკელად რჩება და მისი ქონება 50 მილიარ დოლარად ფასდება, 2008 წელს გეითსის ქონება 7 მილიარდით შემცირდა. უმდიდრესთა სიაში მეორე პირი ინვესტორი უორენ ბაფეტია. გასულ წელს მან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, დაახლოებით 10 მილიარდი დაკარგა. უმდიდრესი 400 ამერიკელის სიას ”ფორბსი” 1982 წლიდან აქვეყნებს. წელს მეხუთედ ხდება, რომ მათი მთლიანი ქონება წინა წელთან შედარებით შემცირდა.
XS
SM
MD
LG