Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაეროს ყოფილი ელჩი გათავისუფლების მიზეზზე საუბრობს


გაეროს ყოფილმა წარმომადგენელმა ავღანეთში, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის გამო გაიწვიეს ავღანეთიდან, აცხადებს, რომ მისმა გათავისუფლებამ შეიძლება ჩრდილი მიაყენოს გაეროს რეპუტაციას. პიტერ გოლბრაითის აზრით, ის გაეროს საგანგებო წარმომადგენელთან არჩევნების გაყალბების შესახებ კამათის გამო გაათავისუფლეს. ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოლბრაითმა თქვა, რომ გაოგნებულია იმით, რომ გაერო თანამშრომელს იმისთვის ათავისუფლებს, რომ მას გაეროს მიერ მხარდაჭერილი არჩევნების გაყალბება აშფოთებს.
XS
SM
MD
LG