Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში კომუნისტური მმართველობის 60 წლისთავი აღნიშნეს


კომუნისტური მმართველობის 60 წლისთავი ჩინეთში აღლუმით აღინიშნა, რომელზეც მასობრივად იყო წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა და მასში ასი ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობდა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო უახლესი იარაღის სისტემები, მათ შორის - ბირთვული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. გაიმართა სამოცი სამოქალაქო აღლუმი და მათზე წარმოდგენილი იყო ჩინეთის მიღწევები სამეცნიერო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ, რომელსაც შავი ტუნიკი ეცვა, სიტყვა წარმოთქვა სწორედ იმ ადგილიდან საიდანაც თავის დროზე მაო ძედუნმა სახალხო რესპუბლიკის დაარსების შესახებ გამოაცხადა. ძინტაოს განცხადებით, კომუნისტური პარტია განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვას ”ჩინური თავისებურებების მქონე სოციალიზმის გზაზე” და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობასა და ერთიანობას.
XS
SM
MD
LG