Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: "კონფლიქტისას ყველა მხარემ დაუშვა შეცდომები"


სახელმწიფო დეპარტამენტში ოთხშაბათს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე პირველად გაკეთდა კომენტარი საქართველო-რუსეთის ომის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ ქროულმა ამ საკითზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: ”ჩვენ დავუთმობთ დროს ამ ანგარიშის განხილვას. ვფიქრობთ, გასული წლის კონფლიქტისას ყველა მხარემ დაუშვა შეცდომები და იყო არასწორი გათვლა ყველა მხრიდან. თუმცა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მომავალზე და ვიმედოვნებთ და მოველით რომ საქართველო და რუსეთი დაიცავენ გასული წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების პირობებს. ამასთან, კვლავაც გამოვთქვამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას”.
XS
SM
MD
LG