Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადრინდელზე უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა უფრო სწრაფად იკრებს ძალას ბოლო ათწლეულების უმძიმესი რეცესიის შემდეგ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 3,1 პროცენტით გაიზრდება, ანუ მეტით, ვიდრე ადრე პროგნოზირებული 2,5 პროცენტი იყო. თუმცა, სავალუტო ფონდის ვარაუდით, სტაბილიზაციის პროცესი ნელი იქნება და დარჩება დაღმასვლის რისკიც.
XS
SM
MD
LG