Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში კოალიციური მთავრობა დაიშალა


რუმინეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ მირჩა ჯოანას განცხადებით, რუმინეთის მთავრობა დაიშალა შინაგან საქმეთა მინისტრის დათხოვნის გამო პროტესტის ნიშნად რამდენიმე მინისტრის გადადგომის შედეგად. ჯოანას თქმით, სოციალ-დემოკრატი მინისტრები გადადგნენ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ემილ ბოკმა ორშაბათს დაითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრი დან ნიკა, რომელმაც განცხადება გააკეთა 22 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე. ეს განცხადება ბევრმა აციქვა პრემიერ-მინისტრის პარტიისადმი ბრალდებად, რომ ის შეეცდება ხელი შეუწყოს პრეზიდენტად ისევ ტრაიან ბასესკუს არჩევას. სოციალ დემოკრატების ლიდერი ჯოანა ბასესკუს ოპონენტია, მას ადანაშაულებს არჩევნების წინ პოლიტიკური კრიზისის წაქეზებაში.
XS
SM
MD
LG