Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში კონფლიქტზე ანგარიშს ეხმიანება


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოში ომის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული სამუშაო ხელს შეუწყობს “ჭრილობების მოშუშებას” და “გააუმჯობესებს პრევენციის დიპლომატიურ შესაძლებლობებს”. ეს იმედი გამოთქმულია ეუთოში საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, მარა მარინაკის განცხადებაში. “ეუთოს თავმჯდომარე მადლობას უხდის ელჩ ტალიავინისა და ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის მთელს შემადგენლობას შესრულებული სამუშაოსთვის. მთელი ამ საქმიანობის მანძილზე მასთან სრულად თანამშრომლობდა ეუთო. ჩვენ მივესალმებით მისიის საქმიანობის დასრულებას და ცნობად ვიღებთ მის შინაარსს”, ვკითხულობთ ეუთოს მორიგე თავმჯდომარის განცხადებაში. მასში მარინაკი, რომელიც ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს თავმჯდომარეობს, გამოთქვამს იმედს, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები ხელს შეუწყობს კონფლიქტის წარმოქმნისა და მიმდინარეობის უკეთ გაგებას.
XS
SM
MD
LG