Accessibility links

თბილისი ტალიავინის ანგარიშის ძირითად ნაწილს ეთანხმება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ, მართალია საქართველო არ ეთანხმება აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის დასკვნის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ ”მთლიანობაში, ეს მოხსენება კიდევ არა ერთხელ დაეხმარება საქართველოს თავისი პოზიციის არგუმენტაციაში.”

თბილისი ევროკავშირის ეგიდით წარმოებული საერთაშორისო კომისიის დასკვნას ძირითადად ”ობიექტურს” უწოდებს, თუმცა მის ზოგიერთ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, ანგარიში ადასტურებს, ”რომ რუსეთს საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი ბაზა არანაირად არ აქვს.” ”ვინ გაისროლა 7 აგვისტოს პირველმა... რამდენი იარაღიდან მოხდა გასროლა... საჭირო იყო თუ არა პასუხის გაცემა და ასე შემდეგ... - ეს არის უკვე წვრილმანი საკითხი იმ დანაშაულთან შედარებით, რაც რუსეთმა ჩაიდინა და რაც არის ანგარიშის ტექსტში”, - აღნიშნა მალაშხიამ სატელევიზიო გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG