Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის და ნათელაშვილის აზრით, ტალიავინის დასკვნამ სააკაშვილის უუნარობა გამოკვეთა


”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განმარტებით,” დასკვნამ გამოავლინა, რომ ქვეყანას ჰყავს უპასუხისმგებლო, უუნარო ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყანა ჩიხისაკენ მიჰყავს.”

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გაათავისუფლებს. ტალიავინის დასკვნის კვალდაკვალ, სააკაშვილის გადადგომას ითხოვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, დასკვნაში ომის დაწყება საქართველოს ბრალდება და ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუკი ”ამ ავანტიურის ავტორი და შერცხვენილი მთავარსარდალი სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ.”
XS
SM
MD
LG