Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ტალიავინის კომისიის დასკვნით კმაყოფილია, მიუხედავად რიგი ორაზროვანი ფორმულირებებისა


ოფიციალური მოსკოვის შთაბეჭდილებით, ტალიავინის კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები ნათლად მიუთითებს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წლის ტრაგედიაზე.

“ჩვენი აზრით, ევროკავშირის კომისიის ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია – ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ანგარიშიდან დაასკვნის, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს არმიას აიარაღებდნენ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოსკოვი აქვე აცხადებს, რომ მოხსენება რიგ ორაზროვან ფორმულირებებს მოიცავს, რაც ”ასახავს უცვლელ პოლიტიზირებულ მიდგომებს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და მისი შედეგების მიმართ”.

”კერძოდ, ბევრ კითხვას იწვევს მოხსენების პასაჟი - თითქოსდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე რუსული მხარიდან,” - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა მოსკოვის აზრით, ”იმავე მოხსენებაში ადვილად მოიძებნება არგუმენტები, რომლებიც ასეთი მსჯელობის ხელოვნურ ხასიათზე მიუთითებენ”.
XS
SM
MD
LG