Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას აშშ-ირანის ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევაში მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოლაპარაკების პარალელურად აშშ-ირანის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქმე ეხება ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას სამი ათწლეულის მანძილზე. მის მონაწილეებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსსა და ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალალის შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ირანთან მოსალაპარაკებლად ჟენევაში შეიკრიბნენ გაეროს უშიშრეობის საბჭოს ხუთივე წევრის (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი) და გერმანიის დელეგაციები. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯალილმა ამ ერთდღიანი მოლაპარაკების დროს განაცხადა, რომ თეირანი არასოდეს იტყვის უარს ბირთვული ენერგიით სარგებლობის უფლებაზე. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას აპირებს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. მისი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლომდე შეიკრიბებიან მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე.
XS
SM
MD
LG