Accessibility links

logo-print

ნესტერენკოს თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "საღმა აზრმა" გაიმარჯვა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით. საქმე ეხება რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის დელეგაციას შეუნარჩუნდა უფლებამოსილება საპარლამენტო ასამბლეაში. როგორც ნესტერენკომ აღნიშნა, “რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის მცდელობის ჩავარდნა აჩვენებს, რომ მიუხედავად ასამბლეაში გარკვეული ძალების მიკერძოებული და ცალმხრივი მიდგომისა, რომლის შედეგადაც საპარლამენტო ასამბლეაში ამა წლის 29 სექტემბერს მიაღწიეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტზე არაობიექტური რეზოლუციის მიღებას, მთლიანობაში ასამბლეაში გაიმარჯა საღმა აზრმა და დაილოგისაკენ მისწრაფებამ.” იქვე ნესტერენკომ გამოთქვა იმედი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალში თავს შეიკავებს რუსეთისთვის ულტიმატუმების წაყენებაზე და "კონსტრუქციულ მუშაობას" ამჯობინებს.
XS
SM
MD
LG