Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება ოქტომბრის ბოლოს განახლდება


ჟენევის მახლობლად გაიმართა მოლაპარაკება, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი) და გერმანიამ ირანის დელეგაციასთან ერთად განიხილეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისევ შეიკრიბებიან ოქტომბრის ბოლოს. დღევანდელ მოლაპარაკებაზე შესვენების დროს აშშ-ირანის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქმე ეხება სამი ათწლეულის მანძილზე ამ ორი ქვეყნის ყველაზე მაღალი დონის პირდაპირ კონტაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსისა და ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალალის მონაწილეობით. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას აპირებს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG