Accessibility links

logo-print

ლავროვი სოხუმში ჩადის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ორდღიანი ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ს ცნობით ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა. “ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთში დისლოცირებულ სასაზღვრო სამმართველოსა და მეშვიდე ბაზის ხელმძღვანელობას”, - განაცხადა ნესტერენკომ. ლავროვი და ბაღაფში ხელს მოაწერენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. მან ასევე თქვა,რომ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების მომავალ განვითარებას, ასევე ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ბოლო რაუნდის შედეგებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG