Accessibility links

logo-print

მდიდარ ქვეყნებში დაბადებულ ბავშვთა ნახევარი 100 წელს იცოცხლებს


დანიელი მკვლევარები აცხადებენ, რომ თუ ამჟამიდნელი ტენდენცია გაგრძელდა, განვითარებულ ქვეყნებში დაბადებული ბავშვების ნახევარი 100 წლამდე იცოცხლებს. სამეცნიერო ნაშრომი სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. კვლევა გერმანიის მაგალითზე ჩატარდა. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ 2050 წლისთვის ამ ქვეყნის მოსახლეობა საგრძნობლად ხანდაზმული და ამავე დროს უფრო მცირერიცხოვანი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მცირერიცხოვან სამუშაო ძალას მოუწევს იკისროს მოხუცებულთა გაზრდილი საპენსიო და ჯანდაცვის დანახარჯები. განვითარებული ქვეყნების მთავრობები უკვე იღებენ ზომებს და ცდილობენ საპასუხოდ საპენსიო ასაკის აწიონ.

XS
SM
MD
LG