Accessibility links

logo-print

ავღანეთში ერთი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ერთი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეთა უკანასკნელი თავდასხმისას. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესმდივნის თქმით, მას მერე, რაც წუხელ ყუმბარსატყორცნის ცეცხლი გაუხსნეს ამერიკის ჯარების პატრულს აღმოსავლეთ ავღანეთში, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი და რამდენიმე დაიჭრა. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თანახმად კი, მისი სამხედრო დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად სამხრეთის პროვინცია ჰელმანდში. წლევანდელი წელი ყველაზე მსხვერპლიანია უცხოეთის სამხედროებისთვის მას მერე, რაც რვა წლის წინათ ავღანეთში შეერთებული შტატების მეთაურობით გაიგზავნა საერთაშორისო კონტინგენტი.
XS
SM
MD
LG