Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის როლზე საუბრობს


საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ოპოზიციის გაძლიერება აუცილებელია, - ამ შინაარსის განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიგაუდას უშაცკასმა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა 2 ოქტომბერს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში შედგა.” ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, საარჩევნო სისტემის დახვეწის აუცილებლობასა და მედიის თავისუფლებაზე. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2 ოქტომბრის შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგარეო საფრთხეები და ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა. ვიგაუდას უშაცკასის აზრით, ეს არის დასკვნა, რომელიც გაკვეთილად უნდა გამოადგეს ყველას - რუსეთს, საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებასაც. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
XS
SM
MD
LG