Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტაუტას ლანდსბერგისს წმინდა გიორგის ორდენი გადაეცა


2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პირველ პრეზიდენტს ვიტაუტას ლანდსბერგისს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში შედგა. ”ჩვენ კარგად გვახსოვს ის დღეები, როცა ლიტვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ლიტველმა ხალხმა შეძლო დამოუკიდებლობის საქმის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ორი ყველაზე აქტიური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო საქართველოსა და ლიტვაში. შარშან კი, ყველაზე უშიშრად და გაბედულად საქართველო ლიტვამ დაიცვა. ჩემთვის პირადად, ვიტაუტას ლანდსბერგისი არის გმირი, ისევე როგორც აქ წარმოდგენილი სხვა ადამიანები”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ლანდსბერგისის დაჯილდოვების ცერემონიას, ლიტვის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყოფილი ლიდერები. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ: ნოდარ ნათაძე, ნემო ბურჭულაძე, აკაკი ასათაინი და კონსტანტინე გამსახურდია. მანამდე, ლიტვის პირველი პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრი ვიტაუტას ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.
XS
SM
MD
LG