Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ელჩი მხარეებს ”მშვიდობის განმტკიცებისკენ” მოუწოდებს


საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადებით, კარგია, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნით ყველა მხარე კმაყოფილია. ”ახლა საჭიროა მშვიდობის განმტკიცება, ცუდი მოგონებების დაძლევა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. საჭიროა გაკეთდეს ის, რაც გერმანიამ ოცი წლის წინ გააკეთა”, - განაცხადა ფურნიემ გერმანიის საელჩოს მიერ ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მისივე თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ”მოსკოვში ახლანდელი ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას.”
XS
SM
MD
LG