Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე: სოხუმში ”ვოიაჟით” კრემლი სასოწარკვეთილებას ამჟღავნებს


კრემლის წარმომადგენლების საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სტუმრობას ”კლოუნადას” უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. გრიგოლ ვაშაძე სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსგავსი ”ვოიაჟები” საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ”რუსების სასოწარკვეთილების კიდევ ერთი გამოხატულებაა.” ”მშვენივრად იციან, რომ მოუწევთ აფხაზეთიდან წასვლა... რუსეთის ყველა დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ არის დოკუმენტირებული. ამას რუსეთი ვერაფერს უზამს. რასაც უნდა მოაწერონ ხელი ლავროვმა და სოხუმში მსხდომმა კრიმინალებმა”, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს სოხუმში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელს მოაწერენ ხელეკრულებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ავრცელებს. ლავროვი და რუსული დელეგაცია სოხუმს 3 ოქტომბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG