Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ოლიმპიადის ჩიკაგოში ჩატარებას ითხოვს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, ამერიკის ქალაქი ჩიკაგო "მზად არის და მოწადინებულია", უმასპინძლოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს. ობამამ ეს განცხადება გააკეთა კოპენჰაგენში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს უნდა გადაწყვიტოს გამარჯვებული ქალაქის ბედი. კანდიდატებს შორის არიან ჩაკაგო, ტოკიო, მადრდი და რიო დე ჟანეირო. ობამას შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რიო დე ჟანეიროს სასარგელოდ წარმოთქვა სიტყვა. მისი სიტყვებით, დროა, შეწყდეს "დისბალანსი". ჯერჯერობით არცერთ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას არ უმასპინძლია ოლიმპიური თამაშებისთვის. იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა და ესპანეთის მეფე ხუან კარლოსიც კოპენჰაგენში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG