Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქტომბერში ჰილარი კლინტონი მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიმდინარე თვეში რუსეთში გაემგზავრება ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების თაობაზე მოსალაპარაკებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კლინტონი მოსკოვში ჩავა თავისი ტურნეს ბოლოს, რომლის მანძილზე ის ლონდონს, დუბლინსა და ბელფასტსაც მოინახულებს. ტურნე 9-დან 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG