Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს


2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა კოპენჰაგენში ჩატარებულ სესიაზე. რიო დე ჟანეიროს კონკურენტები იყვნენ აშშ-ის ქალაქი ჩიკაგო, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო და ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი. კენჭისყრის შედეგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა გამოაცხადა. სამხრეთ ამერიკა ოლიმპიურ თამაშებს პირველად უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG