Accessibility links

ევროკავშირი დაძაბული მოელის ირლანდიაში რეფერენდუმის შედეგებს


დღეს ცნობილი გახდება ევროკავშირის ე.წ. ლისაბონის ხელშეკრულების თაობაზე ირლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგები. რეიტერის სააგენტოს ცნობით, ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ხელშეკრულებას, რომელმაც უნდა გააადვილოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ბრიუსელი დაძაბული მოელის ირლანდიელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რათა რატიფიკაცია გაუკეთდეს ქარტიას. შარშან ირლანდიელების მოულოდნელმა უარმა ხელი შეუშალა დოკუმენტის ძალაში შესვლას.
XS
SM
MD
LG