Accessibility links

logo-print

დაღესტანში მომხდარი შეტაკებისას პოლიციამ სამი ადამიანი მოკლა


დაღესტნიდან იტყობინებიან, რომ პოლიციამ სამი სავარაუდო მეამბოხე მოკლა შეტაკებისას ჩეჩნეთის საზღვარზე. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარკ ტოლჩინსკის თქმით, პარასკევს ქალაქ ხასავიურტთან პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანაში მსხდომ პირებს მას მერე, რაც მძღოლმა მანქანა არ გააჩერა საკონტროლო პუნქტთან. ამ ცნობის თანახმად, მანქანის სამივე მგზავრი მოკლულ იქნა. პოლიციის რიგებში მსხვრეპლი არ არის.
XS
SM
MD
LG