Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი მიესალმა შეერთებული შტატებიდან ფინანსური დახმარების პაკეტს


პაკისტანი მიესალმა შეერთებული შტატებიდან დახმარების პაკეტს. 7,5 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი, ოთხშაბათს იქნა მოწონებული შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. თანხა მოხმარდება სკოლების, გზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ ყურეშიმ, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება ამერიკის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის, თქვა, რომ მისი ქვეყანა მადლიერია დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა შეერთებული შტატები ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის.
XS
SM
MD
LG