Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეი ირანში მიემგზავრება ბირთვული ობიექტის ინსპექციის თაობაზე მოსალაპარაკებლად


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, მოჰამად ელ ბარადეი დღეს ირანს ესტუმრება. იგი მოითათბირებს ქალაქ ყუმის მახლობლად მდებარე ბირთვული საწვავის გასამდიდრებელი ობიექტის ინსპექციის კალენდარზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა ვენაში, სადაც უდევს მას ბინა, ჟურალისტებს კერძო საუბრებში უთხრეს, რომ ელ ბარადეი ინსპექციის დეტალებს განიხილავს. მათი თქმით, ის თვითონ არ ესტუმრება არცერთ ბირთვულ ობიექტს. ორი დღის წინათ ჟენევაში, მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე, ირანი დათანხმდა, ინსპექტორები დაუშვას თავის ბირთვულ ობიექტზე ყუმის მახლობლად.
XS
SM
MD
LG