Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, ავღანეთში თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შედეგადაც 5-მდე გაიზარდა ბოლო დღე-ღამის მანძილზე დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი. ორი ამერიკელი მათზე აღმოსავლეთ ავღანეთში მოწყობილი იერიშის დროს მიღებულმა ჭრილობებმა შეიწირა. სულ ავღანეთში 100 000-მდე უცხოელი ჯარისკაცია განთავსებული.
XS
SM
MD
LG