Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პარლამენტმა ენის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა


ტაჯიკეთის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა ახალი კანონი “სახელმწიფო ენის შესახებ”. ის გამორიცხავს ცნებას “ეროვნებათა შორის ურთიერთობის ენა”, რომელიც ამჟამად მოქმედ კანონში რუსულისთვის არის განკუთვნილი. ცვლილების მიხედვით, საქმეთწარმოების, ოფიციალური მიმოწერის და სწავლებისთვის მარტო ტაჯიკური ენაა განკუთვნილი. თუმცა, კანონის ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია, რომ ტაჯიკეთში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებს "ექმნებათ პირობები განათლების მისაღებად ენის თავისუფლად ასარჩევად”. დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა.
XS
SM
MD
LG