Accessibility links

logo-print

ყაზახეთში მიმდინარეობს 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის “სწრაფი რეაგირების ძალების" წვრთნა


“კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს ნატოს ტიპის "სწრაფი რეაგირების ძალების" მანევრებში. საქმე ეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი სამხედრო შენაერთის პირველ ასეთ წვრთნებს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 000-ზე მეტი სამხედრო შეიკრიბა პარასკევს სამხრეთ ყაზახეთში წვრთნაზე, რომელიც ორი კვირა გასტანს.
XS
SM
MD
LG