Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმზე ირლანდიაში, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირეს ლისაბონის ხელშეკრულებას


ევროკავშირის ლიდერები ირლანდიას ულოცავენ პარასკევს გამართული რეფერენდუმის, როგორც ჩანს, დადებით შედეგს - ლისაბონის ხელშეკრულების მხარდაჭერას. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში გამოსვლისას, მილოცვასათან ერთად მადლობა გადაუხადა ირლანდიელებს: “ეს არის დიდებული დღე ირალნდიისთვის, დიდებული დღე ევროპისთვის”, განაცხადა ბაროზუმ. რეფერენდუმის შედეგით კმაყოფილება გამოთქვა ირანლდიის პრემიერ-მინისტრი ბრიაიან კოუენმაც. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ირლანდიელების მიერ ლისაბონის ხელშეკრულების მხარდაჭერას ევროკავშირისთვის “მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდეს. ამ გამოხმაურების ფონია ინფორმაცია გუშინდელი რეფერენდუმის წინასწარ შედეგებზე, რომელთა თანახმად, ფაქტობრივად დადგენილია, რომ ირლანდიელი ამომრჩეველი ხელშეკრულებას მიემხრო. საბოლოო შედეგები დღეს მოგვიანებით არის მოსალოდნელი. შარშან გამართულ რეფერენდუმზე, ირლანდიელებმა უარყვეს ლისაბონის ხელშეკრულება, რითაც დაყოვნდა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება.
XS
SM
MD
LG