Accessibility links

logo-print

რეფერენდუმზე ირლანდიაში მხარი დაუჭირეს ლისაბონის ხელშეკრულებას


ირლანდიაში პარასკევს გამართული რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ამომრჩეველთა 67-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა “ლისაბონის ხელშეკრულებას”, რომელიც ევროკავშირსი რეფორმას ითვალისწინებს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა შეაქო ეს შედეგი - მისი თქმით, ეს არის “კარგი დღე ირლანდიისათვის და კარგი დღე ევროპისთვის”. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ირლანდიელებს ხელშეკრულების მხარდაჭერისთვის. გასულ წელს გამართულ რეფერენდუმზე ირლანდიელებმა უარყვეს ხელშეკრულება, რომლითაც გამიზნულია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება. ძალაში შესასვლელად, "ლისაბონის ხელშეკრულებას" ახლა მარტო ჩეხეთის და პოლონეთის პრეზიდენტების ხელმოწერა აკლია.
XS
SM
MD
LG