Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეი ირანში ჩავიდა ბირთვული ობიექტის ინსპექციაზე მოსალაპარაკებლად


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, მოჰამად ელ ბარადეი დღეს ირანში ჩავიდა. ვიზიტის დროს ის მოითათბირებს ქალაქ ყუმის მახლობლად მდებარე ბირთვული საწვავის გასამდიდრებელი ობიექტის ინსპექციის კალენდარზე. გაეროს ატომური სააგენტოს წარმომადგენლებმა ვენაში, ჟურალისტებს კერძო საუბრებში უთხრეს, რომ ელ ბარადეი ინსპექციის დეტალებს განიხილავს. მათი თქმით, ის თვითონ არ ესტუმრება არცერთ ბირთვულ ობიექტს. ორი დღის წინათ ჟენევაში, მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე, ირანი დათანხმდა, ინსპექტორები დაუშვას თავის ბირთვულ ობიექტზე ყუმის მახლობლად.
XS
SM
MD
LG