Accessibility links

logo-print

ავღანეთში რვა ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების რვა მოსამსახურე და ორი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპნენ აღმოსავლეთ ავღანეთის ნურისტანის პროვინციაში, მეამბოხეებთან შეტაკებებში. აშშ-ის არმიის სარდლობის წარმომადგენლის ცნობით, შაბათს მეამბოხეები თავს დაესხნენ ორ საგუშაგოს, რომელთაგან ერთზე ამერიკელი ხოლო მეორეზე - ავღანელი ჯარისკაცები მორიგეობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკარგულია კავშირი ავღანელ პოლიციელთა ჯგუფთან, რომლის წევრთა ასავალ-დასავალი უცნობია.
XS
SM
MD
LG