Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


საბერძნეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. პროგნოზების თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს სრულიად საბერძნეთის ოპოზიციურ სოციალისტურ მოძრაობას, რომელსაც გეორგიოს პაპანდრეუ ხელძღვანელობს. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს კოსტას კარამანლისს, რომლის აზრით, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ზომების გატარებისთვის მთავრობას საზოგადოებისგან ახალი მანდატი ჭირდება. საბერძნეთის მოსახლეობაში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მთავრობის სუსტი ეკონომიკური პოლიტიკითა და მისი უუნარობით, შეებრძოლოს ფართოდ გავრცელებულ კორუფციას.
XS
SM
MD
LG