Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერი ფხენიანს სტუმრობს


ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ჟიბაო სამდღიანი ვიზიტით ეწვია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას. ფხენიანის აეროპორტში ვენ ჟიბაოს დახვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი, რომელიც, საერთოდ, იშვიათად ჩნდება ხალხში და უცხოელ კოლეგებთანაც იშვიათად მართავს მოლაპარაკებას. ექსპერტთა ვარაუდით, ორი ქვეყნის ლიდერები კსდრ-ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. რეგიონის ქვეყნები და შეერთებული შტატები იმედოვნებენ, რომ ჩინელი სტუმარი შეძლებს დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, კვლავ მიუსხდნენ ექვსმხრივი მოლაპარაკების მაგიდას. აპრილში ფხენიანმა უარი განაცხადა ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, ხოლო ერთი თვის შემდეგ მორიგი ბირთვული გამოცდები ჩაატარა.
XS
SM
MD
LG