Accessibility links

ელ ბარადეი: საერთაშორისო ინსპექტორებს ირანის ბირთვული ობიექტის მონახულება შეუძლიათ


საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამად ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ირანმა სააგენტოს ინსპექტორებს უფლება მისცა, მოინახულონ ურანის გასამდიდრებელი ობიექტი, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო. დღეს თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ელ ბარადეიმ თქვა, რომ ირანის ხელისუფლება დათანხმდა, ატომური ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს ინსპექტორებმა ინსპექცია ჩაატარონ 25 ოქტომბერს. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირანი ატომური ბომბის შექმნას ცდილობს, მოითხოვეს, რომ ირანმა ინსპექტორებს საშუალება მისცეს, სრულად შეამოწმონ ქალაქ ყუმთან მდებარე ურანის გასამდიდრებელი ობიექტი. ამ ობიექტის არსებობის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი.
XS
SM
MD
LG