Accessibility links

logo-print

"დიდი შვიდეულის" აზრით, ეკონომიკის ზრდა არ არის რყევებისგან დაცული


შვიდი მდიდარი ქვეყნის, „დიდი შვიდეულის“, ფინანსთა მინისტრები აცხადებენ, რომ ეკონომიკური ვითარების კვლავ გაუმჯობესება ერთობ რთულია. ისინი ეცადნენ მხარი დაეჭირათ დოლარის გამყარებისთვის, ვინაიდან არსებობს შიში, რომ დოლარის შემდგომმა დაცემამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. როგორც შაბათს სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობების მიერ გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა გააუმჯობესა პირობები მსოფლიო ეკონომიკისა და საფინანსო ბაზრებისთვის. მაგრამ ამავე დროს ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, არ მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდანე ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები ჯერაც საფრთხის ქვეშაა, უმუშევრობა კი ზრდას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG