Accessibility links

logo-print

აშშ-ის მრჩევლის შეფასებით, ავღანეთში მისიის წარუმატებლობა მოსალოდნელი არ არის


უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას უმაღლესი რანგის მრჩევლის, გადამდგარ გენერალ ჯეიმს ჯოუნსის შეფასებით, ავღანეთში მისიის წარუმატებლობა მოსალოდნელი არ არის. როგორც ჯოუნსმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ავღანეთი სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს. ობამას მრჩევლის შეფასებით, ავღანეთის მთავრობას უკეთ მუშაობა მართებს, მაგრამ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ჯერ კიდევ შეუძლია წარმატების მიღწევა, უცხოეთის აქტიური მხარდაჭერის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG