Accessibility links

გაერო რუსეთის მოსახლეობის შემდგომ შემცირებას ვარაუდობს


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოსახლეობა 2025 წლისთვის შესაძლოა, 11 მილიონით შემცირდეს. დოკუმენტში წერია, რომ 1993 წლიდან დღემდე რუსეთის მოსახლეობა 6,6 მილიონით შემცირდა ქვეყანაში მილიონობით იმიგრანტის შესვლის მიუხედავად. გაეროს განვითარების პროგრამა რუსეთს ურჩევს მოსახლეობის სიკვდილიანობა ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესებითა და ცხოვრების სტილის შეცვლის ხელშეწყობით (განსაკუთრებით - ალკოჰოლის მოხმარების საკითხში) შეამციროს. დღეისთვის რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 142 მილიონია. განვითარებად ქვეყნებს შორის რუსეთი ერთ-ერთია სიკვდილიანობის უმაღლესი მაჩვენებლით - მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა რუსეთში 60 წელია.
XS
SM
MD
LG